2018 წლის 23 დეკემბერს, ადვოკატთა საერთო კრება ერთ-ერთ საკითხად განიხილავს დისციპლინური წარმოების დებულებაში ცვლილებებს. მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებში ადვოკატების პერსონალური მონაცემების ახლებურად დამუშავების წესს.
ამჟამად მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, უკვე მრავალი წელია, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები სახდელდადებული ადვოკატების სახელის, გვარისა და სიითი ნომრის მითითებით ქვეყნდება ასოციაციის ვებ-გვერდზე და აღნიშნულის განთავსება ხდება განუსაზღვრელი ვადით. რაც ჩვენი აზრით, არ შეესაბამება არც პირის პერსონალური მონაცემების დაცვის და არც ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად და შეუზღუდავად განხორციელების ინეტერესებს.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი, მოცემული ინფორმაციის გასაჯაროება უვადოდ განთავსების ნაცვლად, კონკრეტული ვადით იქნება შემოსაზღვრული და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვებ-გვერდზე განთავსებულ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებში ადვოკატის სახელი, გვარი, სიითი ნომერი დაიფარება (დაიშტრიხება) და არ იქნება უვადოდ ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება კონკრეტული სახდელდადებული ადვოკატისათვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, ვიდრე დღეს არსებული წესი და ორიენტირებულია ადვოკატის პროფესიული რეპუტაციისა და ღირებულებების სათანადოდ დაცვაზე.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, საერთაშორისო ექსპერტთა და ეთიკის კომისიის წევრთა ჩართულობით, გადაწყვიტა თავად ადვოკატთა თვითმართველობას (საერთო კრება) მოეხდინა ამ საკითხის გონივრულად დარეგულირება ადვოკატთა დისციპლინური წარმოების დებულებაში ცვლილების განხორციელების გზით, რათა არ დარჩეს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების დაუშტრიხავი სახით უვადოდ გამოქვეყნების ძველი წესი და რისკი იმისა, რომ სხვა ორგანომ დაარეგულიროს აღნიშნული ანდა საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს ეს საკითხი ადვოკატთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
გაეცანით ”ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულების ცვლილებათა პროექტს.